суббота, 27 июня 2015 г.

პირველი დღის რეფლექსია


 ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით  დამაფიქრა ჩემს როლზე  სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. პროექტი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას. ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს და აძლიერებს სწავლის პროცესს. აზროვნების უნარ-ჩვევების გამოყენება  პროექტზე მუშაობის განუყოფელი ნაწილია.

  პროექტებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ ცხოვრებისეული, 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ესაა ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დღეს დამქირავებლებს ყველაზე მეტად აინტერესებს, მაგალითად:

  • გონივრული გადაწყვეტილების მიღება
  • ინიციატივის გამოჩენა
  • კომპლექსური პრობლემების გადაჭრა
  • თვითმართვა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • კარგი თანამშრომლობა

Комментариев нет:

Отправить комментарий